იანეულის საჯარო სკოლის ეზოში ეკოკლუბის წევრებმა იასამნების ბაღის გაშენება დაიწყეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები გარემოს გამწვანებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. ამჯერად, ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ეზოში იასამნების ბაღის გაშენება დაიწყეს. მათ ადგილი შეარჩიეს, ბევრი იშრომეს და მიწა მოამზადეს.
მოსწავლეები ამ აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი კარგად აცნობიერებენ გარემოს დაცვისა და გამწვანების მნიშვნელობას.
იხილეთ ფოტოები: