ჯანდარის საჯარო სკოლაში პირველკლასელების მისაღებად აქტიურად ემზადებიან
01-04-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლაში პირველკლასელების მისაღებად აქტიურად ემზადებიან.

როგორც სკოლის დირექტორმა, ვუსალ ბაირამოვმა Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. ამჟამად 15 მათგანია დარეგისტრირებული.

„15 პირველკლასელი უკვე გვყავს ,შეგვიძლია 25-მდე ბავშვის მიღება, გვაქვს ახლადაშენებული სკოლა, სექტემბრამდე კიდევ ველოდებით ბავშვებს“,- ამბობს ვუსალ ბაირამოვი.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203