ზეინდარის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული გამოფენა მოაწყვეს
01-04-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგის, თამარ აბესაძის ხელმძღვანელობით მეტად საინტერესო აქტივობა განახორციელა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ეთნოგრაფიული გამოფენა და პატარა მუზეუმი მოაწყეს. ბავშვებმა მასწავლებლის დამსახურებით ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე შთაბერეს.
აქტივობის ფარგლებში პატარა მოსწავლეებმა ხალხური სიმღერები შეასრულეს და სხვა კლასების მოსწავლეებს უმასპინძლეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები მუდამ ხალისით მონაწილეობენ.