ოქრუაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
01-04-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და შემეცნებით აქტივობებს უძღვნიან.
სკოლაში ამჯერად, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ ჩატარდა.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საინფორმაციო ბანერები შექმნეს და ხელებზე ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდები მოირგეს.
შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის