მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს მისაღებად აქტიური სამზადისი მიმდინარეობს.როგორც სკოლის დირექტორმა, მანანა მანუკიანმა
Etaloni.ge-ს უთხრა, სკოლაში ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. ზოგიერთი მათგანი უკვე დარეგისტრირდა, დანარჩენებს კი 2 მაისიდან ელოდებიან.
„ჯერ ვიღებთ პირველი და მეორე ეტაპის პირველკლასელებს, გვყავს უკვე დარეგისტირებული მოსწავლეები, მაგრამ 2 მაისიდან კიდევ ველოდებით.
ყოველთვის წინასწარ ვიცით სოფელში ვინ როდის ხდება 6 წლის, რომ მივიღოთ სკოლაში. მშობლებს ვეტყოდი იყვნენ ყურადღებიანნი და ჩართულნი ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში“,- ამბობს მანანა მანუკიანი.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.