მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლაში პირველკლასელების მისაღებად აქტიურად ემზადებიან.როგორც სკოლის დირექტორმა, აშრაფ ტუკანოვმა
Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 45 იქნება.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.