კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეორგოლი შექმნეს
01-04-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით საინტერესო აქტივობა ჩატარდა.

სკოლის მოსწავლეები გარემოზე ყოველთვის დაუღალავად ზრუნავენ და სწორედ ამ მიზნით, „დედამიწის საათის“ აღნიშვნა არ გამორჩენიათ.

ბავშვებმა სპეციალური ვიდეორგოლი დაამზადეს, სადაც ამ დღის მნიშვნელობაზე დეტალურად საუბრობენ და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლის პროგრამირება სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეს, გიორგი ლაბაძეს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ „დედამიწის საათი“ პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მონაწილეობს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ამ ღონისძიებას 1 საათით სინათლის გათიშვით უერთდებიან.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203