„ჯანმრთელობა“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
01-04-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VI კლასში კომპლექსური დავალების „ჯანმრთელობა“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

დავალების შესრულებისას მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ჯანმრთელობისთვის ჰიგიენის წესების დაცვა აუცილებელია. ისინი აქტივობაში პედაგოგ დალი სილაგაძის ხელმძღვანელობით უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს.

VI კლასის დამრიგებელი თეა ბობოხიძეა.

„მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს, რომ ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა, რაც თვალნათლივ ჩანდა მათ მიერ წარმოდგენილ პოსტერებში. მოგვცეს რჩეევები სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებების შესახებ, რომლებიც ეფექტურია ბაქტერიების და ვირუსების წინააღმდეგ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203