წყალტუბოს N1 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს გაკვეთილი მიეძღვნა
01-04-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში რეფერენდუმის დღესა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს გაკვეთილი მიეძღვნა.

ისტორიის პედაგოგებმა ფიქრია გიორხელიძემ და თამილა თუთბერიძემ გაკვეთილი მე-10 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან ჩაატარეს. მათ რეფერენდუმის მნიშვნელობისა და ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ზვიად გამსახურდიას ლექსებიც მოისმინეს.

„31 მარტი, რეფერენდუმის დღე და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ჩვენი ეროვნული იდეალების და  თავისუფალი სულის გამოღვიძება უახლეს ისტორიაში ხომ ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203