
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლაში უკრაინას თანადგომას უცხადებენ.
სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები, რითაც უკრაინელი თანატოლებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი იყო, ყველა მეგობარი ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობას ეხებოდა. მოსწავლეები ამ აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. მათი ნახატები სკოლაში გამოიფინა.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
იხილეთ ფოტოები: