ხაშურის N7 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს მუსიკისა და მათემატიკის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
01-04-2022
ხაშურის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა, ციური ინასარიძემ და მუსიკის წამყვანმა პედაგოგმა, ნათია ბარბაქაძემ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს.

ინტეგრირებული გაკვეთილი მე-5 კლასელთათვის საგნებში - მუსიკა და მათემატიკა ჩატარდა, თემა კი - „წილადები და გრძლიობა“ იყო.

„გაკვეთილის მიზანი, მუსიკა: მათემატიკაში მთელისა და მისი ნაწილების შესწავლისას მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით ნოტის გრძლიობის შესწავლა; მთელის ნაწილების სხვადასხვა მოდელზე ამოცნობა; ტაშით მარტივი, რიტმული ფიგურაციის გადმოცემა! მათემატიკა: ფიგურის თანაბარ ნაწილებად დაყოფა და მთელის ნაწილის ამოცნობა; წილადის ჩაწერა!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203