
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები მათემატიკურ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ.
ისინი ვიქტორინაში პედაგოგ ასმათ რაჯებაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
მოსწავლეები დაიყვნენ გუნდებად, ღირსეულად იასპარეზეს და თავიანთი მათემატიკური უნარები წარმოაჩინეს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც, ხოლო აქტიური მოსწავლეები წიგნებით დაჯილდოვდნენ.
„ვიქტორინაში ბავშვებმა გამოამჟღავნეს როგორც მათემატიკური, ისე ლიგიკური აზროვნება“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: