„სამშობლო“ - რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გაკვეთილი
01-04-2022

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-3გ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე - „სამშობლო“ შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაატარა. 

პედაგოგმა, ეკატერინე იაშვილმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა. მოსწავლეები მასში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და პატრიოტული სულისკვეთებაც აიმაღლეს. 

„რა არის სამშობლო? - ამ შეკითხვით დავიწყე გაკვეთილი, ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ ულამაზეს სამშობლოზე, გმირ წინაპრებზე, გავიხსენეთ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები...

„იქნებ მართლა რაფიელ ერისთავის ეს ორი სტრიქონია: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა!„ ან იქნებ აკაკის „განთიადია" სამშობლო“...ან ვაჟას სიმღერა - „სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება!“...

როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია. მონუსხულები მისმენდნენ ჩემი პატარები, როცა გენიალური ნოდარ დუმბაძის „სამშობლოს“ ვუკითხავდი...

გადავწყვიტეთ შეგვექმნა იმ ადგილების რეკლამა, რომელთა შემოვლასაც ვურჩევდით მათ თანატოლებს, რათა უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყნა და მისი ულამაზესი კუთხეები“,- აღნიშნავს პედაგოგი ეკატერინე იაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203