თბილისის N24 საჯარო სკოლის გუნდმა მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის პირველი თამაში წარმატებით დაასრულა
01-04-2022
თბილისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის საფეხბურთო გუნდი მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგაში მონაწილეობს და პირველი თამაშიც გამარჯვებით დაასრულა.

„26 მარტს სტარტი აიღო „სასკოლო ლიგა 2022“-მა, სადაც თბილისის და რუსთავის 90 სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას. პირველი ტურის მატჩები 26-27 მარტს, თბილისის და რუსთავის ოთხ ლოკაციაზე შთამბეჭდავად და ემოციურად წარიმართა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემით და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით ხორციელდება, 2021 წელს ტურნირმა ფართო მასშტაბები მიიღო და საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდა. „სასკოლო ლიგის“ ბაზაზე ახალგაზრდული ნაკრები ჩამოყალიბდა და მსოფლიოს მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ (U23) ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო. პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ჩვენმა სკოლამ პირველ თამაშზე 3-0 დაამარცხა მოწინააღმდეგე და კვლავაც თამაშის მოსაგებად ემზადება. წარმატებები ჩვენს ბიჭებსა და მათ მასწავლებელს, გიორგი ღარიშვილს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203