„წერა-კითხვის აქტივობები პირველ კლასში“ -დედოფლისწყაროს N1 სკოლის პედაგოგმა, ლეილა ფიროსმანიშვილმა კოლეგებთან შეხვედრა ჩაატარა
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლეილა ფიროსმანიშვილმა კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრა თემაზე - „წერა-კითხვის აქტივობები პირველ კლასში“ გაიმართა; მიზანი კი წერა-კითხვის სწორად და უშეცდომოდ სწავლება წარმოადგენდა, რათა მოსწავლეებმა მარტივად შეძლონ წაკითხულის გაგება - გააზრება.
აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგი თუ თანამშრომელი მოსწავლეებისთვის საინტერესო, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შესაქმენლად დაუღალავად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: