თბილისის N48 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულები და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებსაც ხშირად გეგმავენ.
ამჯერად, სკოლის ეკოკლუბი საგაზაფხულო სამუშაოებს იწყებს. აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის ხელმძღვანელი ნინო პეტრიაშვილია.
„სასკოლო პროგრამის მიხედვით, გადავწყვიტეთ ნასწავლი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; დავგეგმეთ პრაქტიკული სამუშაო, რომლის მიზანია მცენარის თესლის დათესვა, დასათბურება, დაკვირვება თესლის აღმოცენების პროცესზე, მასზე ზრუნვა და ზრდა - განვითარების შესწავლა. მცენარის აღმოცენებისა და დაფესვიანებისთვის საჭირო ნიადაგი მოვამზადეთ. ბავშვებმა თავად შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო. განსაზღვრეს კონტეინერებში ნიადაგის დოზირება და მცენარის თესლისთვის აუცილებელ სიღრმეზე დათესვის პრაქტიკა. მორწყეს და დაასთბურეს. კლუბი განაგრძობს სხვადასხვა სახეობის ყვავილების დათესვის პროცესს. ეტაპობრივად მოვრწყავთ და დაველოდებით მათ დაფესვიანება - დაჩითილებას. დაჩითილებული ყვავილების შემდგომ გადარგვას კი მწვანე გაკვეთილებით შემოგთავაზებთ“, - აღნიშნულია სკოლის ეკოკლუბის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები: