„მშობლების კეთილგანწყობა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მიიღწევა“- ნოფალ ალიევი, აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი
01-04-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი პედაგოგებისა და დორექტორის მხრიდან, მოსწავლეთა მშობლების კეთილგანწყობის მოპოვების შესახებ საუბრობს.
როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, მოსწავლეები სასურველ შედეგს პედაგოგისა და მასწავლებლის თანამშრომლობით მიაღწევენ.
„მოსწავლეთა მშობლების კეთილგანწყობა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მიიღწევა. ეს იმაში გამოიხატება, რომ მშობელი სასკოლო ცხოვრებაში სრულყოფილად უნდა ჩაერთოს. ამისთვის უარავი ხერხი არსებობს დამრიგებლების, კათედრებისა და სამეურვო საბჭოს მხრიდან. მაგალითად, მშობლების სკოლაში დაპატიჟება, განხილვა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ეს მოსწავლეებზე ძალიან დადებითად აისახება.
უპირველას ყოვლისა, სკოლა არის მოსწავლეზე ორიენტირებული და შედეგების მისაღწევად, მშობლების ჩართულობა ძალიან დადებითი და ეფექტურია",- ამბობს სკოლის დირექტორი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის