კაჭრეთის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო
01-04-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს მუდამ საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა.
მე-9ა კლასში პედაგოგმა ნინო გეთიაშვილმა ბავშვებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ვიდეორგოლის ჩვენება; მოსწავლეებმა და პედაგოგმა ისაუბრეს თემის ირგვლივ და საზოგადოებაში არსებული მითები დაამსხვრიეს.
ასევე, სპეცმასწავლებელმა ხატია გეთიაშვილმა საინფორმაციო ბროშურები დაამზადა, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში დაარიგეს.