ტყიბულის N2 სკოლის ეკოკლუბი „ერას“ წევრები უკრაინელი თანატოლების მხარდამჭერი წერილის შექმნაში მონაწილეობდნენ
01-04-2022

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ერა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „CENN“-ის სამუშაო შეხვედრას დაესწრო. 

შეხვედრის თემა გახლდათ - „სკოლები უკრაინელი თანატოლების მხარდასაჭერად“.

შეხვედრას უძღვებოდა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა ათეულის წევრი და „ნიკო კეცხოველის პრემიის“ ელჩი - ლადო აფხაზავა.

ეკოკლუბის წევრები სხვა სკოლების მოსწავლეებთან ერთად უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის წერილის შექმნაში მონაწილეობდნენ. წერილი საქართველოს სკოლების სახელით უკრაინის საელჩოს საქართველოში და უკრაინის განათლების სამინისტროს გადაეცემა.

„შეხვედრაზე ბატონმა ლადომ ასევე გვაჩვენა მოკლე მულტიპლიკაციური ფილმი, სადაც წარმოდგენილი იყო ორი პირველყოფილი ადამიანი, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში აშენებდნენ ნაგებობას. მათი კამათის გამო კი ეს შრომა წყალში ჩაიყარა და ნაგებობები წამში განადგურდა. ეს უკავშირდება რუსეთ უკრაინის ომს, თუ როგორ ხდება მრავალსაუკუნოვანი ღირშესანიშნაობების წამში განადგურება. შეხვედრის ბოლოს ეკოკლუბ „ერას“ წევრი, თამარ აბესაძე სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე, ასევე ეკოკლუბის საქმიანობაზე (რა გააკეთა ჯგუფმა უკრაინის დასახმარებლად) და უკრაინელების გამამხნევებელ წერილებზე, რასაც დადებითი რეაქცია მოჰყვა ბატონი ლადოსგან და ქალბატონი ნინი ბრეგაძისგან. ქალბატონმა ნინიმ განსაკუთრებით შეაქო ჩვენი ეკოკლუბი ამ იდეის გამო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203