ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინფორმაციო-სასწავლო კურსი გაიარეს
01-04-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის (XI -XII კლასები) საინფორმაციო - სასწავლო კურსი - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ დასრულდა.
სასწავლო კურსის მიზანი ახალგაზრდა ამომრჩევლების სამოქალაქო და საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო. პროექტი საჯარო სკოლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2015 წლიდან ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი დღემდე 13 000-მდე მოსწავლემ გაიარა.
„უღრმესი მადლობა სკოლის დირექტორს, ბატონ ტარიელ მიქელაძეს თანამშრომლობისთვის, უნიჭიერეს და საოცარ ახალგაზრდებს ჩართულობისთვის. მადლობა, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს, ნათია ზაალიშვილს ესეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის. სასწავლო კურსი მოიცავდა სამ დღეს.
I დღეს მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნები და დემოკრატია, ინკლუზიური საარჩევნო გარემო და არჩევნების ისტორიული ექსკურსის შესახებ;
II დღეს - არჩევითი სახელმწიფო ორგანოები, საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველი;
III დღეს - არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის