შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა გამოფენა - „ჩვენი სკოლა“ გამართეს 
01-04-2022

31 მარტს, შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა. მე-3, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა, საგნის მასწავლებლისა და დამხმარე მასწავლებლის ხელშეწყობით, გამართეს სასკოლო გამოფენა - „ჩვენი სკოლა“.

გამოფენა „მე და საზოგადოების“ კომპლექსური დავალების - „გამოფენის დაგეგმვა“ ფარგლებში დაიგეგმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ორ ენაზე მიმართეს. კიდევ ერთხელ მიულოცეს გაზაფხულის დადგომა, დედის დღე და 8 მარტი.

საგნის მასწავლებელი ნვარდ გალუსტიანი​ გახლავთ, ხოლო დამხმარე მასწავლებელი ანჟელა ხაჩატურიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203