ძველი აბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს პერფორმანსი მიუძღვნეს
01-04-2022
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესა და ზვიად გამსაზურდიას დაბადების დღეს აქტივობა მიეძღვნა.
სკოლის მოსწავლეებმა გამართეს პერფორმანსი და სარეფერენდუმო კითხვას - თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე, პასუხი დიახ გასცეს.
სკოლაში ზვიად გამსახურდიას ღვაწლის შესახებაც ისაუბრეს. მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ.
"დიახ - დღეს ჩვენ ვირჩევთ საქართველოს თავისუფლებას..
ეს დღე არაა მარტო ზვიადის და მერაბის დამსახურება, ესაა ჩვენი მშობლების მამების და დედების დამსახურება, ვინც ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას ვინც თავი გაინთავისუფლა და გაანთავისუფლა ქვეყანა",- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის