ანდეზიტის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მოყვარულ მოსწავლეთა ცდებით გაჯერებული გაკვეთილი
01-04-2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები მუდამ მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, ბუნების გაკვეთილით დაინტერესებული V კლასის მოსწავლეების თხოვნით ბუნების პედაგოგმა, მანანა იაკობიძემ ფიზიკის მასწავლებელი ამირან გაბეშია მიიწვია.
ჩატარდა მეტად საინტერესო გაკვეთილი, მოსწავლეები ცდებსა და ვირტუალურ ლაბორატორიაში თავად მოანწილეობდნენ.