ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
01-04-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის საინფორმაციო პლაკატი დაამზადეს. 

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ - ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203