
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რომელთა მიზანი ხშირად სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაა.
ამჯერად, ღონისძიება მავნე ჩვევებს მიეძღვნა. კონკრეტულად კი ღონისძიების თემა ადამიანის ჯანმრთელობაზე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების მავნე ზეგავლენა გახლდათ.
ღონისძიება მე-8 კლასში ჩატარდა და მას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი რუზზანნა საჰაკიანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა პრეზენტაცია ჩაატარეს და ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რაც თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას მოსდევს. ინფორმაცია განმტკიცებული იყო მაგალითებითა და ილუსტრაციებით. პრეზენტაციის გარკვეული ნაწილი აღნიშნული მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევის გზებზე საუბარს დაეთმო.
იხილეთ ფოტოები: