დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
01-04-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მოსწავლეებმა პოზიცია დროშებით ხელში დააფიქსირეს და უკრაინელი თანატოლების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ.
„უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა ათასობით უკრაინელი ბავშვი დატოვა მშობლების, ოჯახების და სკოლის გარეშე. ამ ომს შეეწირა ბევრი მათგანის სიცოცხლე. მთელი მსოფლიოს მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის (ყაზბეგის) მოსწავლეები უერთდებიან ამ სოლიდარობას....თავისუფლება ისე არ მოდის...„დიდება გმირებს!“, გაუმარჯოს საქართველოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის