წყალტუბოს N2 სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
01-04-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

სკოლის მოსწავლეები, უკრაინელი ხალხისადმი თანადგომის ნიშნად, ჰუმანიტარული დახმარების აქციას შეუერთდნენ.

ბავშვებმა, საკუთარი ხელით შეიძინეს უკრაინაში გასაგზავნი საკვები პროდუქტები თუ სხვა, საჭირო ნივთები.

სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრი ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, მოძმე ქვეყანას კეთილ სურვილებსა და მშვიდობის მალე დამყარების გზავნილებს უგზავნის.

„წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა ასეთ თაობებს ზრდის და აყალიბებს. მეამაყებით ბავშვებო!“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203