ჭალადიდის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა საინტერესო ინგლისურენოვანი აქტივობა
01-04-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნიან.

ამჯერად, ინგლისურის პედაგოგმა, თამუნა შანავამ მეოთხეკლასელებს ძალიან საინტერესო აქტივობა შესთავაზა, რომელშიც მოსწავლეები ძალიან დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა პედაგოგის მიერ შეთავაზებულ აქტივობებს ძალიან კარგად გაართვეს თავი და ინგლისურ ენაში საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო მეტად გაიღრმავეს.

„მეოთხეკლასელებმა ძალიან გაგვახარეს. შესანიშნავად გაართვეს თავი დიალოგებს. ვიმღერეთ პროგრამის მიერ მოწოდებული სიმღერები, ვიმოგზაურეთ რონისთან ერთად ხეში, ზოოპარკში და ვიცეკვეთ. ინგლისურის მიმართ მათ ასევე, გამოავლინეს ცოდნა და სიყვარული. წარმატებები ჩვენს ბავშვებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203