ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში XI კლასის მოსწავლის, სოფო ქათამაძის ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო
01-04-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში XI კლასის მოსწავლის, სოფო ქათამაძის  ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო.

სოფო გამოირჩევა ხატვის განსაკუთრებული ნიჭით, უყვარს ანიმაციური და ზღაპრის პერსონაჟების ხატვა. მისი ნამუშევრების უმეტესობა თბილ ფერებშია შესრულებული, რაც მისი შინაგანი ბუნებიდან მომდინარეობს.

გამოფენის მოწყობა მისმა თანაკლასელებმა საკუთარ თავზე აიღეს. “თავისუფალ სივრცეში“ მოლბერტებზე გამოფინეს ნამუშევრები, მოიწვიეს მასწავლებლები და საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

დამთვალიერებლებმა სიტყვიერი პოზიტიური კომენტარებით შეაფასეს სოფო. დირექციამ გადასცა მცირე ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატი. გამოფენა ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდა.

„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, გვერდში დგომა და პატივისცემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია! წარმატებები სოფოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლის კლასის დამრიგებელი - თამილა რიონიძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203