
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები იმართება. მოსწავლეები მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
პედაგოგმა, მანანა გვასალიამ მოსწავლეებს ახალი საინტერესო აქტივობა შესთავაზა. მასწავლებელმა მე-5 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ესეების კონკურსი ჩაატარა.
კონკურსის თემა იყო - „გაზაფხულია, გაზაფხულია...“
მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და კალიგრაფიული ნიჭი წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: