ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება
01-04-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა არჩაიას ხელმძღვანელობით, პატრიოტული ხასიათის ღონისძიება ჩაატარეს. 

ღონისძიების თემა გახლდათ - „საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის“. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 
აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით მრავალფეროვან ღონისძიებებსაც სთავაზობენ. 

„მომავალმა თაობამ უნდა გააგრძელოს სამშობლოს სიყვარული და მაშინ მტერი ვერ დაგვამარცხებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203