ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკო სარჯველაძე ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა
ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ტურნირებსა თუ აქტივობებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის IIბ კლასის მოსწავლე ნიკო სარჯველაძე 21-26 მარტს Evima Sport-ის ორგანიზებით, თურქეთის ქალაქ ალანიაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირი ფეხბურთში გაიმართა.
„ჩვენო ძვირფასო მეცამეტელებო! გვინდა ერთი სასიხარულო ამბავი გაგიზიაროთ. ჩვენი სკოლის II ბ კლასის მოსწავლე ნიკო სარჯველაძემ 21-26 მარტს მონაწილეობა მიიღო Evima Sport-ის ორგანიზებით, თურქეთის ქალაქ ალანიაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში. ტურნირში მონაწილეობას იღებდა სკ პორტუსი ბათუმი/FC Portus Batumi -ს 2013- 2014 წელს დაბადებული ასაკობრივი გუნდი. წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გამორჩეულ ნიკოს, რომელიც წარჩინებული მოსწავლეა და ამჯერად სკოლა ასევე, ამაყობს მისი სპორტული მიღწევებით. ველოდებით უამრავ გამარჯვებას ჩვენი ნიკოსაგან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: