ჩხარის N2 საჯარო სკოლის I კლასში საანბანო თამაში - „მზარეულობანა“ ჩატარდა
31-03-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის I კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა, შორენა ტაბატაძემ მეტად საინტერესო აქტივობა, საანბანო თამაში - „მზარეულობანა“ შესთავაზა.

პატარა მოსწავლეებმა ანბანეთის სამეფოს სამზარეულოში - „ანბანულაში“ იმოგზაურეს, სადაც ყველაზე გემრიელი სიტყვები „ცხვება“.

„პირველკლასელები შემკვეთებს სიტყვებს „უცხობდნენ“. ყველაფერი ჰქონდათ: მენიუ, თეფშები და ასოები, რომლითაც შემკვეთების სურვილებს ასრულებდნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203