ვარევანის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 10 პირველკლასელს ელოდებიან - სკოლაში სამზადისია
31-03-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლაში პირველკლასელების დასახვედრად აქტიურად ემზადებიან.

როგორც სკოლის დირექტორმა, ტირუნ მელიქიანმა Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა დაახლოებით, 10 იქნება.

ტირუნ მელიქიანი მომავალ პირველკლასელთა მშობლებს ურჩევს, რომ შვილებს სკოლაში მოქცევის წესები შეასწავლონ. ასევე, სხვადასხვა სასკოლო უნარის განვითარებაში დაეხმარონ.

„სოფელში საბავშო ბაღი არ არის და მშობლებს ვურჩევდი, რომ ელემენტარული რამ შეასწავლონ ბავშვებს - მოქცევის წესები, ასევე დაგვეხმარებიან, თუ ასწავლიან ციფრებს, რათა მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალის ახსნა გაგვიადვილდეს“,- ამბობს ტირუნ მელიქიანი.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203