„ყვავილების ბაღი საკლასო ოთახში“- ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
31-03-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „ყვავილების ბაღი საკლასო ოთახში“ განახორციელეს. 

პროექტში, პედაგოგ მაია სანიკიძის ხელმძღვანელობით, სკოლის I-III კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

მათ დაამზადეს ქოთნები, ყვავილები დარგეს და დეკორატულად გააფორმეს. 

„ბავშვებმა დიდი ხალისითა და მინდომებით დაამზადეს ქოთნები, მოიტანეს ყვავილების ნერგები, ჩარგეს, გააფორმეს და ინტერესით დააკვირდებიან ყვავილების ზრდა-განვითარებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203