
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში პირველკლასელების დასახვედრად აქტიურად ემზადებიან.
როგორც სკოლის დირექტორმა, სევინჯ ალიევმა Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 100 იქნება.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს.
აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.