„მე მიყვარს ქუთაისი“- ქუთაისის N37 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
31-03-2022
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება - „მე მიყვარს ქუთაისი'', შეასრულეს. 

მათ საგანში „ჩვენი საქართველო“ ქუთაისის შესახებ სტატია დაწერეს. მოსწავლეებმა ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ პოსტერები და სტატიები მოამზადეს. 

ისინი აქტივობაში პედაგოგ კამელია მინდაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

„მოსწავლეებს მკითხველებისათვის უნდა გაეცნოთ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, ქუთაისის, ისტორია, წარმოშობა, ღირშესანიშნაობები და დაეინტერესებინათ ისინი წვეოდნენ ქუთაისსა და მის შემოგარენს. მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად გაართვეს თავი დავალების შესრულებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინდორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203