მათ შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და აქტივობაში უდიდესი მონდომებით მონაწილეობდნენ. მოსწავლეები ნამუშევრები სკოლაში გამოფინეს.
„2018 წელს დაწყებულმა გლობალურმა „ნარჩენების გადამუშავების“ დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ პირველივე წელს მთელ მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი ადამიანი მოიცვა. საბედნიეროდ, ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და წელს ამ აქციას ჩვენი სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ბავშვებმა „გააცოცხლეს ნარჩენები“ და მოაწყვეს გამოფენა. ყველას მოვუწოდებთ, იფიქრონ რესურსებზე და არა ნარჩენებზე - მოვიდა დრო გავითავისოთ, რომ ნარჩენების სწორად გამოყენება თამაშობს უდიდეს როლს დედამიწის ძირითადი რესურსების, მათ შორის წყლის, ჰაერის, ნახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირისა და მინერალების შენარჩუნებაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.