ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს დიდი სიხარულით ელოდებიან
31-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს დიდი სიხარულით ელოდებიან.

როგორც სკოლის დირექტორმა, გულავატინ მამედოვამ Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 7 იქნება.

მისი თქმით, ამ 7 მოსწავლიდან 4-მა რეგისტრაცია გაიარა, დანარჩენებს კი ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203