ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ
31-03-2022
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები კეთილ, საქველმოქმედო აქციებში მუდამ აქტიურად და დიდი ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო ორგანიზაცია - „გვირილას“ მიერ განხორციელებულ კიდევ ერთ აქციას - „მოულოდნელი სიხარული“ შეუერთდნენ.
საქველმოქმედო აქციის მიზანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მოხუცები დახმარება გახლდათ. აქციას ორგანიზება გაუკეთა სკოლის თვითმმართველობამ და სამოქალაქო კლუბმა - „თავისუფალი ხმა„.
„სიკეთის კეთება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ, ვისაც ვეხმარებით", ეს სიტყვები კი მოსწავლეებს ყველაზე კარგად აქვთ გათავისებული.