მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლაში პირველკლასელების დასახვედრად აქტიურად ემზადებიან. როგორც სკოლის დირექტორმა, ახმედ გაჯიევმა
Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა დაახლოებით, 15 იქნება.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს.
აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.