ქუთაისის N32 საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას შეურთდა
31-03-2022
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

სასკოლო საზოგადოება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას შეუერთდა და ერთობლივი ძალისხმევით კეთილ საქმეში ჩაერთო.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები შეუერთდნენ უკრაინის დასახმარებლად დაწყებულ საქველმოქმედო აქციას, რომლის ფარგლებშიც შეგროვდა სურსათი და მედიკამენტები. მადლობა მათ ამ გულისხმიერებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203