
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ, მათ შორის პლაკატი დაამზადეს.
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
იხილეთ ფოტოები: