პატარა არაქალის საჯარო სკოლის კარს წელს 8 პირველკლასელი შეაღებს - მათ მისაღებად სამზადისი დაწყებულია
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა მისაღებად აქტიურად ემზადებიან.როგორც სკოლის დირექტორმა, მელანია ვართანიანმა
Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 8 იქნება.
მელანია ვართანიანი მშობლებს ურჩევს, რომ უფრო ყურადღებიანი იყვნენ და ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთონ.
„როგორც ყოველთვის, ვაპირებთ, დავხვდეთ გულთბილად, მომღიმარი სახეებით“,- ამბობს სკოლის დირექტორი
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.