გუმბრინის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები სოფლის ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ
31-03-2022

გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი ლალი ზვიადაძე, კლასგარეშე აქტივობის ფარგლებში, სოფლის ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ.

აქტივობის მიზანია მოსწავლეებს ჩაუნერგოს წიგნის სიყვარული და ისინი აქტიურ მკითხველებად ჩამოაყალიბოს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ტრადიციის სახე აქვს.

„ეს აქტივობა ტრადიციაა ჩვენს სკოლაში და წლების განმავლობაში ტარდება ყოველ მეორე კლასში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203