ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხატვის კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში - „დახატე ისტორია“ აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
სიგელებითა და პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ერთწლიანი ულიმიტო აბონემენტით დასაჩუქრდნენ შემდეგი მოსწავლეები:
- ელენე კაპანაძე;
- მირზა დოლიძე;
- გიორგი ჯაყელი;
- სალომე ზოიძე;
- ანდრია ჯაყელი;
- გიორგი ბერიძე;
- თათა ხალვაში.
კონკურსი - „დახატე ისტორია“ აჭარის განათლების,კულტურის, სპორტის სამინისტროსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ საჯარო სკოლებისთვის გამოაცხადა.