„გერმანულის გაკვეთილი ქართულ სამზარეულოში“- ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა აჭარული ხაჭაპურები დაამზადეს
31-03-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მე-5 კლასის მოსწავლეები რესტორან „ტერასა ასკანელში“ იმყოფებოდნენ.
ისინი მასტერ შეფის დახმარებით, აჭარული ხაჭაპურის მომზადების ტექნოლოგიას დაეუფლნენ.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში გერმანული ენის მასწავლებელის დარინა ართმელაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ კერძის ინგრედიენტების სახელები გერმანულად შეისწავლეს.
„გერმანულის გაკვეთილი ქართულ სამზარეულოში! აჭარული ხაჭაპურის მომზადების პროცესში მოსწავლეებმა კერძის ინგრედიენტების სახელები გერმანულად შეისწავლეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის