ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
31-03-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ აქტივობებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები ქრისტინე დანელია (VI კლასი) და გიგა დანელია (X კლასი) ეროვნული განათლების პროგრამა „ნაუტილუსის“ დისტანციურ სასკოლო ოლიმპიადის - „ნაუტილუსი 2021-2022“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობისთვის შესაბამისი სერტიფიკატებიც დაიმსახურეს.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებებს და უსურვებს სამომავლოდ დიდ მიღწევებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203