ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლა ბილინგვური სწავლების პროექტში აქტიურად არის ჩართული
31-03-2022
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბილინგვური სწავლების პროექტში აქტიურად ჩართულია, რომელიც 1-ელი- მე-4 კლასებისთვის არის განკუთვნილი.

პროექტი მოიცავს: ბუნებისმეტყველების, ხელოვნებისა და მე და საზოგადოებას საგნებს. აღსანიშნავია, რომ მისი დახმარებით მოსწავლეები სახელმწიფო ენის სწავლას დაწყებითი კლასებიდანვე იწყებენ.

პროექტის ფარგლებში, მე-4 კლასში ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა ემოციების თემატიკაზე ორენოვანი პლაკატი მოამზადეს. ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე კი პლაკატი, რომელიც მცენარეულობის ნაწილების სწავლის თემატიკას ეხებოდა; ასევე, გამოიყენეს კეთებით სწავლების მეთოდებიც. მათთვის ეს საინტერესო იყო და ამის მეშვეობით, თემები უფრო ადვილად ისწავლეს; როგორც უკვე აღვნიშნეთ პროექტი სასარგებლოა; იმედი გვაქვს, მოპოვებულ გამოცდილებას უფრო გაიღრმავებენ და სახელმწიფო ენის სრულად დაუფლებაში აღნიშნული პროექტი დაეხმარებათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203