სამღერეთის საჯარო სკოლაში ეკოკლუბის ინიციატივით ფილმის ჩვენება გაიმართა
31-03-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში არაფორმარული განათლების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით ფილმის - „დეივიდ ატენბორო: ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე“ ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენება გარემოს დაცვის შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
ფილმის ნახვის შემდგომ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ეპიზოდებზე ისაუბრეს; ასევე, ისაუბრეს როგორ შეცვალონ მათი და თემში არსებული დამოკიდებულებები თუ ქცევები ბუნების მიმართ. დასასრულს ეკოკლუბის მიერ შემდგომ განსახორციელებელი სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის